Digest Logo

Video: ქართველი „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

1608226169
კრიმინალური ავტორიტეტი

რუსეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდი“, 45 წლია ლევან აბულაძე იგივე „სოხუმსკი“ ვლადიმირსკის საოლქო სასამართლოს დარბაზიდან გაიქცა.

აბულაძე ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.

მას კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს. სწორედ ამ საქმეზე პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა, თუმცა თავად ბრალდებული ბადრაგს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაექცა.