Digest Logo

🎥 VIDEO: „ხმა მივეცი დეპოლარიზაციას" - სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

1633164723
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც მან განაცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისათვის და აღნიშნა, რომ ხმა მისცა ქვეყნის დეპოლარიზაციას.

„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ.

ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და მე ამის იმედი მაქვს. ხმა მივეცი დეპოლარიზაციას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

იხილეთ აგრეთვე👇

🔵VIDEO: „სამწუხაროდ, ვერ გავთვალე გარკვეული რისკები" - რა შეემთხვა დავით ქაცარავას

🔵„ხმა მივეცი საქართველოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას" - არჩილ თალაკვაძე

🔵„ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას... შეწყვიტეთ ეს მანიპულაცია" - ვის მიმართავს ნიკა გვარამია

🔵„თქვენ დღე გელოდებათ, ავს და მტერს“ - სააკაშვილის თანაგუნდელი, გიორგი უდესიანი პოლიციელებს ემუქრება

🔵„გაძლება მოგცეს ღმერთმა ჩვენო ახალო რძალო" - ბესო ჩუბინიძე სააკაშვილს გაბედნიერებას ულოცავს

🔵„რა კარგია სულ არჩევნები რომ გვაქვს, უფულობაში შოპინგივითაა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵VIDEO: ჟურნალისტმა შეყვარებულს საარჩევნო უბანთან ხელი სთხოვა

🔵რა წერია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ციხეში დაწერა