Digest Logo

Video: ყიფიანი ევროვიზიის მეორე ტურში მე-10 ნომრად იმღერებს

1617109026
მომღერალი თორნიკე ყიფიანი

Eurovision.tv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კონკურსანტი თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.

კონკურსანტების რიგითობას ევროფესტივალის პროდიუსერები ადგენენ. თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერით You წარადგენს. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ორივე ნახევარფინალის და ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.