ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ნოესთან", მესაფლავეები საინტერესო და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. ყოფილა შემთხვევა, როცა შვილის დაკრძალვის შემდეგ, ერთ კვირაში დედაც დაუმარხავს.
„ხანდახან, როდესაც ხალხი ტირის, მეც ვდგავარ, გავიხედები იქით, ვტირი, განვიცდი. იყო შემთხვევა, ჯერ შვილი დავასაფლავეთ და ერთ კვირაში დედა. იცი ამ დროს რას ვგრძნობ? ვუყურებ და მეც ხალხთან ერთად ვტირი. ხშირად დამიმარხავს ახალგაზრდა კაცი. ყოფილა შემთხვევა, როცა დედამ თავი ვერ გააკონტროლა და ორმოში ჩავარდა. ამბობდა ჯერ მე დამმარხეთ და მერე ჩემი შვილიო “, - ამბობს მესაფლავე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"