Digest Logo

🎥 „ყველაზე კარგად დედაჩემი მიცნობდა და იცოდა, რა დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში“ - ზაზა ფაჩულია

1639981586
ზაზა ფაჩულია

„დედამ გამაცნო და შემაყვარა კალათბურთი“, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან ბავშვობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ დიდუბეში, იმ ადგილზე, სადაც ახლა „ზაზა ფაჩულიას აკადემიაა“, 9 წლის იყო, როდესაც კალათბურთში ვარჯიში დაიწყო.

მისი თქმით, დედა ყოფილი კალათბურთელი, ხოლო მამა ყოფილი ძიუდოისტი იყო, ამიტომ ოჯახში ხშირად ჰქონდათ დავა, სპორტის რომელი სფერო უნდა აერჩია პატარა ზაზა ფაჩულიას.

„მახსოვს, პატარა რომ ვიყავი სახლში ხშირად კამათი იყო, თუ რა გზას ავირჩევდი. რა თქმა უნდა, მამას უნდოდა, რომ ჭიდაობაზე შევეყვანე, დედაჩემს უნდოდა კალათბურთელი გამოვსულიყავი. სახლში სერიოზული კონფლიქტი იყო. ამ ბრძოლაში დედაჩემმა გაიმარჯვა.

დედამ გაიმარჯვა იმით, რომ კალათბურთელისა და მოჭიდავის სურათი მაჩვენა. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ასეთი პრეზენტაცია გაუკეთა, რომ კალათბურთელი მაღალია, ასე შემდეგ და გოგოებში პოპულარული. ამან დადებითად იმოქმედა. ყველაზე კარგად დედაჩემი მიცნობდა და იცოდა, რა დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა~