თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
როგორც მარიამ ბეგიაშვილი „ინფო რუსთავს“ უყვება, მამაკაცმა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ქცევით.
უფრო კონკრეტულად, 50 წლამდე კაცი 18 წლის გოგოს მიმართ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო, რამაც ახალგაზრდა ქალს მგზავრობისას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.
როგორც გოგონამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოს. აღსანიშნავია, რომ მისივე ინფორმაციით, მამაკაცმა უკვე დატოვა სამსახურიც.