Digest Logo

🎥 VIDEO: ნახეთ, როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო, რომელსაც ენრიკე იგლესიასმა აკოცა

1627369824
თამუნა სიჭინავა

როდესაც ენრიკე იგლესიასმა ბათუმში კონცერტი გამართა, სცენაზე ქართველი გოგო – მაშინ 19 წლის თამუნა სიჭინავა აიყვანა და ყველას თვალწინ ტუჩებში აკოცა. ქართველი გოგონას და ცნობილი ვარსკვლავის კოცნას დიდი ხანი განიხილავდნენ.

ყველას ახსოვს 2011 წლის აგვისტოში ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ენრიკე იგლესიასის კონცერტი, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ენრიკემ მსმენელი ჯერ ქართული მისალმებითა და სცენიდან შეძახილით – „გაგიმარჯოთ!" გააოცა, შემდეგ აღნიშნა, რომ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოვიდა და მსმენელიც შეუდარებელი იყო.

მომღერალმა ცნობილი სიმღერები და ახალი კომპოზიციები შეასრულა 2010 წლის ალბომიდან. 19 წლის თამუნა კი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მომღერალმა იგი კომპოზიცია Hero-ს შესრულებისას სცენაზე აიყვანა, უმღერა და რამდენჯერმე კოცნითაც დააჯილდოვა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მომღერალმა კონტრაქტი დაარღვია და ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა.

„აღფრთოვანებული ვარ. მომღერალმა წინასწარ არასდროს იცის, თუ როგორი გამოვა კონცერტი, თუმცა ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი“, – აღნიშნა მუსიკოსმა.ამ დღის შემდეგ თამუნა სიჭინავა ერთ დღეში ძალიან პოპულარული გახდა. წარმოშობით სენაკელი გოგონა ინტერვიუებში ჰყვებოდა, რომ მისი ოცნება ახდა და ენრიკეს პირისპირ შეხვდა. თამუნა ამბობდა, რომ 9 საათი მოუწია სცენასთან დგომა იმისთვის, რომ წინა რიგებში მოხვედრილიყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ენრიკე სცენაზე სწორედ მას აიყვანდა.

მას შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ გოგონა გათხოვდა და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. სავარაუდოდ, ახლა 29 წლისაა და შეუდარებლად გამოიყურება.

წყარო: sputnik-georgia.com