Digest Logo

VIDEO: „შეიძლება ითქვას, ინტიმური საკითხია და..." - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

1624741912
ლევან ვასაძე

სტამბოლში მყოფი ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, ის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე, არ ვიცი, საიდან გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში.

მინდა, ყველას შენდობა ვთხოვო იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა პირადი და თუ შეიძლება ითქვას, ინტიმური საკითხია და შენდობას ვითხოვ, რომ ხალხი შეწუხდა, უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.

ვალდებული ვარ გავცე პასუხი შეკითხვებს, რომლებსაც სვამენ. გასული 2 თვის განმავლობაში, გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატება ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში.

ექიმებთან ვიარე თბილისში, მოსკოვში და მერე გადმოვფრინდი სტამბოლში, რათა აქაც დავეკითხო ექიმებს, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ არის, იმედია უძლურებას მოვერევით, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ინერვიულებთ ჩემზე, ვიყოთ მხნედ და ერთად", – ამბობს ლევან ვასაძე.