„ქართული ხმების" მომღერალი, ზურაბ ბაკურაძე დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. მუსიკოსი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მომღერალი ტაძრიდან ტაშით გააცილეს.
„გენიალური ხელოვანის, დიდებული ოჯახის გამორჩეული შვილის, მეუღლის, მამის, ძმის და... უბრალოდ, ღირსეული ქართველის ლამაზი ცხოვრების ბოლო აკორდი - გულწრფელი ცრემლების და ყვავილების ზღვა,
ტკივილიანი ბოლო ტაში...მშვიდობით, ჩემო გულიანო მეგობარო...", - წერს სოციალურ ქსელში ბაკურაძის მეგობარი, თეა გრიგოლია.