74 წლის პაპა, ფირუზ იორამაშვილს საბანკო ვალდებულება ჰქონდა აღებული ვენახის მოსავლელად. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოხუც პაპას მოსავალი გაუფუჭა, რის გამოც ნერვიულობდა და ძალიან ტიროდა.
ის ხომ იცით, სიკეთე გადამდები რომაა, ისიც ხომ იცით, ხალხის გაერთიანებას რამხელა ძალა აქვს. ჰოდა, საზოგადოება გაერთიანდა ფირუზი პაპას დასახმარებლად. ხალხმა მას ფული აუგროვა.
ის არ ელოდა, რომ ხალხის მიერ აგროვებული თანხა საბანკო ვალდებულებებს სრულად დაუფარავდა.