Digest Logo

🎥 VIDEO: ვნახეთ რა არის ევროპა და აქამდე მოვედით - როგორ ამხნევებს ლანჩხუთის ქალთა გუნდს მწვრთნელი

1607518888
ლანჩხუთის გუნდი

დღეს, 9 დეკემბერს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე „ლანჩხუთმა" „როსენგარდს" უმასპინძლა და 0:7 დამარცხდა.

 

მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ შვედური კლუბი გაცილებით ძლიერი იყო და ლანჩხუთელებს გაუჭირდებოდათ წინააღმდეგობის გაწევა.

პირველ ტაიმში „როსენგარდმა“ სრული უპირატესობა მოიპოვა და 0:6 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარში ლანჩხუთელთა მეკარემ გუნდი რამდენიმე გოლს გადაარჩინა და კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო.

საბოლოოდ შეხვედრა 0:7 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.

თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი 2

„ლანჩხუთი" - "როზენგარდი"

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74).

„ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია.

„როსენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი(კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85).