Digest Logo

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი ნამოხვანჰესის პროექტის შეწყვეტაზე

1632316990
რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი  კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ის კომპანიის გადაწყვეტილებას მთელი საქართველოს გამარჯვებას უწოდებს.

„ის რომ „ენკა“ გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს... თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა. ვიღებთ მოლოცვებს. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის. ამას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით, პირიქით არჩევნების შემდეგ ველოდით, რომ დაიძაბებოდა ვითარება და მოგვიწევდა იგივე გზით წასვლას - ვგულისხმობ პროტესტს... ყოველდღე მოდიოდა ენკა და ჩვენ რომ არ ვუშვებდით, ამას იღებდა დრონით და ვვარაუდობდით, რომ ემზადებოდა საარბიტრაჟო დავისთვის და მტკიცებულებებს აგროვებდა - რომ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ აქტივისტების ჯგუფი.