Digest Logo

ვინ და რატომ დადის „იფქლის“ პურზე ფეხით - კომპანიის განმარტება

1605368795
იფქლის პური

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ დადის ფეხით „იფქლის“ პურით დატვირთულ სატვირთო მანქანაზე კაცი.

ფოტომ სოციალური ქსელების მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. „დაიჯესტი“ მომხდარის გასარკვევად კომპანიას დაუკავშირდა:

როგორც „იფქლში“ განგვიცხადეს, ფოტო ძველია, თუმცა, რეალურია. მათივე თქმით, მაღაზიიდან მობრუნებული ძველი და საკვებად უვარგისი პროდუქტი ერთ-ერთმა ფერმერმა ცხოველებისთვის შეიძინა. სატვირთოზე ასახული ადამიანი კი, ამ ფერმერის მიერ დაქირავებული პირი იყო:

„ეს ფოტო ზაფხულშია გადაღებული. ფოტოზე, არც ჩვენი დისტრიბუტორია და არც ჩვენი კომპანიის რომელიმე თანამშრომელი. უბრალოდ, მაღაზიიდან დაბრუნებული პური ერთ-ერთმა ფერმერმა ცხოველებისთვის შეიძინა. ფოტო ამ პურის ტრანსპორტირების დროსაა გადაღებული“, - განუცხადა „დაიჯესტს“ „იფქლის“ წარმომადგენელმა.


⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი პანდემიიდან? - „შოუ უნდა გაგრძელდეს!“

ქართული პირბადე მსოფლიოს 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დასახელდა