Digest Logo

ვის გადაუვადდება სესხები? - დეტალები

1606387235
პრემიერი გიორგი გ

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და საბანკო ვალდებულებები გადაუვადდებათ, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“, - განაცხადა გახარიამ.

✅აგრეთვე დაგაინტერსებთ:

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადააადგილება შეიზღუდა

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს - დეტალები