Digest Logo

„ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა სჭირდება?“ - ლექსო ლაშქარავას დედა

1626078015
ოპერატორის დედა

„ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. რა ემატებათ ამით, მე ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები. არ სცემეს, არ სჭირდა არაფერი, რაც სჭირდა?“, - ამის შესახებ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას სახეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილები ჰქონდა.

„მე ხომ არ მინახავს ეს კადრები, რომელსაც ყველა ტელევიზია აჩვენებდა. არ გაკეთდა ეს ოპერაციები, არ ჩაუმტვრიეს ძვლები? რისთვის უკეთებდნენ გამაყუჩებლებს, იმიტომ რომ საშინელი ტკივილები ჰქონდა.

გაიტაცეს, ლიფტში ვეღარ შეეტივნენ. მერე გამოიყვანეს ფეხით, ასე ცელოფანში გახვეული ჩემი შვილი. ყველაფერი დამთავრებულია. მე ამ წუთშიც აღარ ვიყო, ის მირჩევნია. მის შვილს რატომ უნდა გაუტყდეს სახელი. რა უნდათ ამით, რატომ უნდა გადაფარონ. ღმერთმა ყველას ისე გადაუხადოს, როგორც ეკუთვნის“, - განაცხადა ლექსო ლაშქარავას დედამ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.