თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულ მოვლენებს და ამ პროცესში საქართველოს როლზე საუბრობს.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, როგორ ცდილობს ოპოზიცია სახელმწიფოს დისკრედიტაციას, ყველას ახსოვს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ქართული მხარის წარმატებული მისია, ახლაც საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მშვიდობისთვის, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა სჭირდება დღეს უკრაინას, რეგიონს და მთელ მსოფლიოს. სწორედ მშვიდობისთვის იბრძვის საქართველო და მისი ხელისუფლება, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ყველას კარგად გვახსოვს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის წარმატებული ქართული მისია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დღესაც საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად იბრძვის მშვიდობისთვის, სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობა, ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია, მით უფრო ომი რუსეთ-უკრაინას შორის არ უნდა იქნას დაშვებული“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.