დღეს, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზურა ბაკურაძის მეგობარი დათო ლონდარიძე „ქართული ხმების“ სოლისტთან ყოფნის უკანასკნელ კადრებს ავრცელებს. ცნობილია, რომ ისინი კონცერტისთვის ემზადებოდნენ.
„გუშინ მთელი საღამო ერთად ვიყავით, კონცერტისთვის ვემზადებოდით. დამშვიდობებისას ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით. ისე დაგვწყვიტე გული, ვსხედვართ უტყვად და გარინდებულები! მშვიდობით ზური“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
ცნობისთვის, ზურა ბაკურაძე დღეს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ონის მერიის ინფორმაციით, გზა ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.
მომღერალს რამდენიმე კვირის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.