ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველ კადრებს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ორკვირიანი პატიმრობის პერიოდში ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. აქედან გამომდინარე მოხდა მისი გადაყვანა თოდუას სამედიცინო ცენტრში კვლევებზე.
კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა ოლიმპიური ჩემპიონის ჰოსპიტალიზაცია.
შეგახსენებთ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან.