Digest Logo

12 წლის შემდეგ ვარღვევ ტკივილით სავსე დუმილს! - 2008 წელს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლი

1602169071
გოგონამ მიწის ქვეშ ხუთი საათი გაატარა

1-ელ ოქტომბერს, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ, ქვე­და ჯო­ჭო­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერ­ში და­ღუ­პუ­ლი თე­დო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი წევ­რი თიკა თედორაძეა, რომელიც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. თი­კას გა­უ­მარ­თლა – სტუმ­რად სხვა სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გოგო კი, რომელიც სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის ტრაგედიას ეხმაურება, 2008 წელს თავად აღმოჩნდა მსხვერპლი. მისი სახლი მეწყერმა ჩაიტანა. მან მიწის ქვეშ ხუთი საათი გაატარა. არავინ იცის, როგორ გადარჩა. ოჯახის წევრები დაიღუპნენ. ტრაგედიის შემდეგ კი მაგდა ჩავლეიშვილი დუმილს არღვევს.

დაიჯესტი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„სამძიმარი და თანადგომა, პატარა გოგოს, თიკა თედორაძეს ჩემგან! აი უკვე, არ შემიძლია გავჩუმდე და ვაარღვევ შენ წინაშე, ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ.. რადგან დღეს შენ, ჩემი განმეორება ხარ პატარა გოგო. ჩემსავით გეწვის გული, სული! კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს, რა დღეში ხარ, რადგან ზუსტად 19. 09. 2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად, ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა ჩემო ლამაზო. თუმცა, სხვაობა ის არის, რომ მეც მათთნ ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი უკვე დავობლდი. არ მინდოდა ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი. პირიქით, ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის! იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას რისთვის? პასუხი არ მქონდა. ის მახსოვს, რომ პირიქით, ღმერთს მადლობაც კი გადავუხადე, რადგან სახსალამათი გადავრჩი, არ დამტოვა ინვალიდი. მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება. არ ჩაქრება, სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ. მართალია, ვერავინ შეცვლის, შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე ჩაენაცვლება, ისინი ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი. როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე. შეუძლებელია, რამე შეცვალო მაგრამ შესაძლებელია, თავს შემოუძახო! გისამძიმრებ თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს ასე აღარავინ დააობლოს. მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხი და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო”, – წერს მაგდა.

ინფორმაციისთვის, 15 წლის მურ­მან თე­დო­რა­ძე, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში სო­ფელ ჯო­ჭო­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად დედ-მა­მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა, მისი ცხედარი 3 ოქტომბერს იპო­ვეს.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს ეხებოდა. რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩაიხერგა გზა, ადიდდა მდინარეები და ღელეები.

tserili_o_h.jpeg