Digest Logo

„18 წლის ნაბი*ვარი ძმა მავიწროებს - მინდა ყველაფერი სუიციდით დავასრულო“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია

1635174660
პედოფილია

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

 

ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 16 წლის გოგონას წერილი ვრცელდება რომელიც წერს, რომ მასზე საკუთარი ძმა სექსუალურად სისტემატურად ძალადობს. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

„მოგესალმებით ყველას!

ჯერ იმით დავიწყებ, რომ აქ პირველად არ ვწერ. უბრალოდ, თავიდან მქონდა უდიდესი შიში, რომ ჩემი სახელი და გვარი გამოჩნდებოდა. ამიტომაც, ვრცლად არც მისაუბრია ამ ყველაფერზე, მაგრამ დღეს როცა დავრწმუნდი, რომ ყველანაირად დაცული ვიყავი, გადავწყვიტე, ისევ შემოვსულიყავი აქ და მომეყოლა ეს ყველაფერი...

მოკლედ წლებია, რაც ძალადობის ქვეშ ვარ. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაანალიზება, მაგრამ როცა ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, მაშინ უფრო უარესია...

მოკლედ, 16 წლის ვხდები ერთ თვეში და ეს ყველაფერი დაახლოებით 7 ან 8 წელი მაინც გრძელდება ან შეიძლება ითქვას გრძელდებოდა. კი, მართალია, ახლაც ცდილობს, რომ შემეხოს ჩემი 18 წლის ნაბი*ვარი ძმა, მაგრამ მე მაინც ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩამოვიშორო ის, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძნელია ეს ჩემთვის, რადგან ჩემთან შედარებით ძალიან ძლიერია... ხშირად მინდა, რომ გავექცე ამ ყველაფერს ან სუიციდით დავამთავრო, მაგრამ იმაში მაინც გამიმართლა, რომ მყავს რამდენიმე ონლაინ მეგობარი, თუნდაც ახლაც. წლებია, ერთ ბიჭთან ვმეგობრობ, ნამდვილ და-ძმასავით ვართ, სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაინც ვერ ვუყვები მას, რადგან ადრეც იყო მომენტები, როცა მეუბნებოდა, ჩამოდი და ჩემთან იცხოვრეო და სულ იმას ვამბობდი, გული უგრძნობს, რომ ცუდ სიტუაციაში ვარ-მეთქი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი მან არ იცის, ის იმდენად მიდგას გვერდში, რომ რასაც ჰქვია, მის გამო ვცოცხლობ დღემდე...
მაგრამ მართლაც რომ ყველანაირად დანგრეული ვარ... ალბათ იმასაც მკითხავთ, თუ რატომ არ ვუყვები მშობლებს ამ ყველაფერს და როგორ ვებრძვი წლებია...

ჰო, მე იმის თქმა შემიძლია, რომ გამგები მშობლები მყავს, რადგან როცა ასეთ თემებს ისმენენ, საშინლად ნადგურდებიან ან განიცდნიან. უბრალოდ, რამდენიმე თვეა, რაც მამაჩემს ინსულტი დაემართა და ეს ყველაფერი რომ გაიგოს, შეიძლება უარესად გახდეს. ამიტომაც ვიკავებ თავს და სანამ შევძლებ, იქამდე გავუძლებ ამ ყველაფერს. ხშირად ბებიასთანაც მივდივარ, მაგრამ იქაც ყველანაირად დაძაბული ვარ, რადგან უმეტესად სულ ჩხუბია და ყოველთვის მიწევს ვინმეს დაცვა, რომ რამე არ მოხდეს... ამასთან ერთად, ხშირად მეუბნებიან, აი შეხედე, შენი ძმა როგორ სწავლობს და შენ - როგორო... ყოველთვის ვინმეს მადარებენ და ყოველთვის დებილი გამოვყავარ ყველას, მაშინ, როდესაც არ ვარ ასეთი, მართლა კარგად ვაზროვნებ... ძალიან მიყვარს გვერდში დგომა და დახმარება და ხშირად ყოფილა მომენტები, როცა ჩემი ლაპარაკით სუიციდიდანაც გამომიყვანია ადამიანი. იმდენად მიზიდავს ეს ყველაფერი, რომ მინდა, ფსიქოლოგი გამოვიდე, მაგრამ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას...

ახლა კიდევ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და იმ თითოეულ ადამიანს, ვინც ამას კითხულობს და უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ თქვენგან არაფერს ვითხოვ, გარდა თბილი სიტყვებისა“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს