Digest Logo

„19 წლის ორსული, აუცრელი, შეეწირა კოვიდს და ბოროტი ანტივაქსერების ბოდვებს" - ნანა გეგეჭკორი

1630072142
ექიმი ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში 19 წლის ორსულის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ამბობს, რომ ფეხმძიმე გოგო ბოროტი ანტივაქსერების „ბოდვებს" შეეწირა.

გადატანილი კოვიდით მიღებული იმუნიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვაა დელტა შტამის საწინააღმდეგოდ. რეინფიცირების ალბათობა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დაბალია. ცხადია, ეს არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს, რადგან დელტა, სამწუხაროდ, ვერ იქნება ბოლო მუტაცია კორონავირუსისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს ლამბდაც და სავარაუდოდ ისეთი ახალი ვარიანტიც, რომლის სახელი ჯერ არ ვიცით. სწორედ ამიტომ ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა სავალდებულო რჩება ყველასთვის. ეს სასიამოვნო სიახლე კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიას ოდესმე აუცილებლად ექნება ბოლო. დასასრული დადგება თუ არა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გონიერებას გამოვიჩენთ, პრევენციის ყველა ზომას დავიცავთ და დროულად ავიცრებით, ვირუსს გავრცელების არეალს მაქსიმალურად შევუზღუდავთ და მუტაციების გადარჩენის ალბათობას მინიმუმამდე დავიყვანთ. ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და ჰიგიენა და აიცერით, სასწრაფოდ აიცერით! ნუ გახდებით სიკვდილის მასპინძელი. დღეს კიდევ ერთი ორსული დავკარგეთ. 19 წლის ორსული, აუცრელი, შეეწირა კოვიდს და ბოროტი ანტივაქსერების ბოდვებს. უდიდესი ალბათობით ეს გამოსავალი არ დადგებოდა აცრილი რომ ყოფილიყო", - წერს ნანა გეგეჭკორი.

🔵„მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ“ - ნანა გეგეჭკორი

🔵„სიკვდილის მრუდი ჯიუტად აღმავალია, ეს მრუდი ყოველწუთიერად გახდება უფრო შემზარავი... ნუ გააუფასურებთ სხვების უბედურებას “ - ნანა გეგეჭკორი

🔵„ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია" - ნანა გეგეჭკორი