„რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Scientific Reports გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კანაფის თინეიჯერულ მომხმარებლებს სავარაუდოდ უფრო ხშირ შემთხვევაში ჰყავთ დღენაკლული ბავშვები“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს.
„მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 29 წლის და უფროსი ასაკის დედებსა და მამებს, რომლებიც ყოველდღიურად იყენებდნენ პრეპარატს 15-დან 17 წლამდე ასაკში, გაცილებით მეტი შანსია ეყოლოთ დაბალი წონის ბავშვი ორსულობის 37 კვირამდე, იმ მშობლების ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ კანაფს.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული დასკვნები მიუთითებს იმას რომ გადაუდებელი აუცილებლობაა მოზარდობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების ძირფესვიანი გააზრება, მაშინ როცა ქვეყნები კანაფის მოხმარების წესების შემსუბუქებას ცდილობენ.
როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა დოქტორ ლინდსი ჰაინსმა, ბრისტოლის სამედიცინო სკოლიდან განაცხადა „კანაფი არის მოზარდებში ყველაზე ხშირად გამოყენებული არალეგალური ნარკოტიკი. უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ მოზარდებში კანაფის ხშირი გამოყენება ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკს, მაგრამ ჩვენი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება არსებობდეს შემდგომი ეფექტები, რომლებსაც ინდივიდები არ მოელიან“.
„ვინაიდან ლიბერალიზდება სამართლებრივი გამოყენების წესები, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კანაფის მოხმარება მოზარდებში გაიზარდოს. ეს დასკვნები იძლევა დამატებით მოტივაციას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანამ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, ქვეყანამ კარგად აწონ-დაწონოს ყველა საფრთხე რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოყვეს“.
ამ კვლევის დროს ავსტრალიაში დაკვირვება აწარმოვეს 665 მონაწილეზე, რომლებიც შეიყვანეს ამ კვლევაში საშუალო სკოლიდან ორ ათწლეულის განმავლობაში. როდესაც მონაწილეები გახდნენ მშობლები გვიანი 20-30 წლის ასაკში, დამატებითი კვლევა ჩატარდა უკვე მათ შვილებზე.
ასე რომ გამოყენების ლეგალიზაციისთვის მზარდი პოლიტიკური და ინდუსტრიული ზეწოლის ფაქტორების გათვალისწინებით, ცხადია რომ ასეთი კვლევების ჩატარება აუცილებელია რათა მოზარდებში კანაფის გამოყენების შედეგად გამოწვეული ზიანზე უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვერ გაუძლო და სუნთქვა შეწყვიტა" - ტრაგედია მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში