პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში წამლების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. მისი თქმით, ბევრ პენსიონერს წამლების ყიდვის შესაძლებლობა აღარ აქვს და სახელმწიფომ ფარმამაფიას უნდა მიხედოს.
„მოკლედ, ან წამლის ფასებს მიხედეთ, ან მათ მესვეურებს დაელაპარაკეთ, მთავრობა!
ეს რა ხდება? ახლა წავიკითხე, რა ფასებია, ანუ პენსიონერმა, ან თუნდაც უმუშევარმა ადამიანმა, ის წამალი, რომელიც 37 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა, როგორ უნდა იყიდოს?!.
რით ვერ გაძღნენ?
აი, ევროპას რომ გაიძახით, იქ ნახეთ, რა ღირს იგივე წამალი და მით უმეტეს, პენსიონერისთვის, რომელსაც პენსია 1000€ აქვს! გაჭირვებულ ქვეყანაში მხოლოდ კონსულტაცია 100 ლარი რომ ღირს და ვერავინ დადის ექიმთან, ეს მოაწესრიგეთ და ხალხის მხარეს დადექით, ეყოფა ფარმამაფიას პარპაში!“ - წერს დუმბაძე.