Digest Logo

4 წლისა დედამ ავტობუსში დატოვა... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქუჩაში გრძელი ფრჩხილების გამო უმოწყალოდ სცემეს - ქუჩის მუსიკოსის ტრაგიკული ცხოვრება

1616339284
სამირ სავჩუკი

სოციალურ ქსელში 2018 წელს გარდაცვლილ ქუჩის მუსიკოსს სამირ სავჩუკს იხსენებენ, რომელსაც ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა.

სოციალურ ქსელში მისი მეგობრის, „ნიკა სვანიკის ძველი პოსტი ვრცელდება, რომელშიც მისი ამბავია მოთხრობილი, სადაც ვკითხულობთ:

„4 წლის ვიყავი, ხელი ჰქონდა დედას ჩემს ხელზე ჩაკიდებული, ავტობუსის კიბეზე ავყავდი, კიბის საფეხურებს მათვლევინებდა, შემდეგ მითხრა ავტობუსში დამელოდე ახლავე მოვალო, სამუდამოდ გამიშვა ხელი. დედა აღარ დაბრუნებულა. გათოშილი ვიდექი ზამთარი იყო, მძღოლმა ბავშვთა სახლს მიმაბარა. დედას დღემდე ვეძებ ყველგან, მაგრამ არსადაა.

ასე მოვდივარ ბავშვობიდან ჩემი ტკივილებით, რომელიც სულ თან დამყვება. 13 წელია ქუჩის მუსიკოსობით ვირჩენ თავს, გიტარაზე რომ ვუკრავ, ამისათვის ფრჩხილებს ვატარებ გრძელს, მეტროში ესკალატორზე ჩამოდებული მქონდა ხელი. იქვე მდგომმა ბიჭებმა შემამჩნიეს და გინება დამიწყეს დამცირება, პანჩურების ამორტყმა, მეც იასნია შევუბრუნე ხელი, ისინი ბევრნი იყვნენ, მე - ერთი, დამაგდეს და ისე მცემეს, სახეზე ვეღარავინ მცნობს დღეს. 3 მოტეხილობა მივიღე, მუცელში ორგანოები აღარ მივარგა. სამირი მქვია, გვარი არ ვიცი, შემდეგ ზაზა დამარქვეს ჭიათურაში მცხოვრებმა რუსმა "მშობლებმა", გვარი მერე სავჩუკი მე თვითონ შევირჩიე "... - ასე დაიწყო ჩემი და სამირის მეგობრობა. უბადლო შემსრულებელი იყო ბოშური რომანსების. მისი ხმა ყველას ატყვევებდა, გულგრილს ვერავის ტოვებდა. თვითონ იყო ძალიან უბრალო, უშუალო და თბილი გულის ადამიანი. შევთავაზე იტალიაში საუკეთესო პირობებში ცხოვრება და თავისი საყვარელი საქმიანობის ასპარეზი, მაგრამ პასუხად სამირისგან
მივიღე: ბევრი მოდის მსგავსი შემოთავაზებით, მაგრამ საქართველოს ვერასოდეს დავტოვებო.

უმოწყალოდ ნაცემს, სუნთქვის პრობლემებიც შეექმნა, დარდობდა მღერისას სუნთქვა მიძნელდებაო.
ეს უნიჭიერესი სულით ინტელიგენტი, დაჩაგრული ბიჭი, ნაქირავებ ბარაკში გარდაცვლილი იპოვეს.

ახლა ვეღარავინ შეგაყრის, სამირ, სიცივეში მდგომს შენივე მოგროვილ ხურდებს სახეში... ნათელში იყავი, ძმაო, სირინოზის ხმიანო!"- ვკითხილობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის მღე­რო­და. 2018 წლის ნოემბრის ბოლოს სა­მირ სავ­ჩუ­კი თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი.