Digest Logo

„9 საათზე ჯერ ისევ დღეა, სირცხვილია ამ დროს ხალხის სახლში გამოკეტვა!“ - თამარ ივერი

1620477783
თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგია . როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათამდე მაინც უნდა გადაიწიოს.

„ზაფხული მოდის, დღე ნელ-ნელა იზრდება. ცხრა საათზე ჯერ ისევ დღეა. სირცხვილია ამ დროს ხალხის სახლში გამოკეტვა! 23.00- დან მაინც გადაიტანეთ!“, - წერს თამარ ივერი „ფეისბუკზე“.