Digest Logo

„9 წელია შვილს ველოდები და რომ დამეცვა, 17 კვირის ორსულმა ავიცერი“ – ქეთა გაბუნია

1627894691
ქეთა გაბუნია

ეპიდვითარების გაუარესების პარალელურად, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში ორსულებიც აქტიურად ჩაერთდნენ. ერთ-ერთი ფეხმძიმე ვაქცინირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი ქეთა გაბუნიაა.

„სხვა შუადღის“ თანაწამყვანმა, რომელიც 17 კვირის ორსულია, „პფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.

„ვაქცინაციის შემდეგ ოდნავი სისუსტე მქონდა. ერთი დღე დავისვენე. ახლა ზღვაზე ვარ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია, არც დასვენებაში და არც ზღვაში ბანაობაში. 24 საათში ჩვეულებრივად ვიყავი.

დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები გადაეცემათ ჩვენს ბავშვებსაც, რომელთაც მუცლით ვატარებთ. პრინციპში, მხოლოდ ჩემი თავი არ დავიცავი ამით, დავიცავი ჩემი მომავალი შვილი, რომელსაც 9 წელია ველოდები“, - აღნიშნა გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

VIDEO: „მადლობა ყველაფრისთვის! შეხვედრამდე“ - დიანა ღურწკაია საქართველოში იმყოფებოდა

ვაქცინაცია უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ - 3 ადგილი, სადაც უცხოელებს აცრიან?