Digest Logo

ვაქცინაცია უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ - 3 ადგილი, სადაც უცხოელებს აცრიან?

1627889817
უცხოელების აცრა

საქართველოში მყოფ ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

თბილისი - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა

ბათუმი - რესპუბლიკური საავადმყოფო

ქუთაისი - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლია:

საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე

სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს

საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს;

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს;

N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამ ქვეყანას აქვს გამორჩეული თვისებები, რომელსაც ხშირად ჩვენს ნაკლად ვთვლით“ - ნათია ფანჯიკიძე

ბულგარეთში საქართველოდან შესვლის წესი შეიცვალა

„არაფერ შუაში ყოფილა ის, რომ ნიკო ქართველია. ასე მოვიქცეოდი მონღოლზეც" - ნახეთ, რა მოიმოქმედა კახაბრიშვილმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველის გადასარჩენად