ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეგობრის მეზობლის შესახებ წერს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
„ასეთი ვითარებაა ! გთხოვთ, გააზიაროთ. იქნებ ასე მაინც მივიდეს ადრესატებამდე.
ადამიანს სატურაცია აქვს - 87. 84-ზეც კი ჩამოვიდა. ზოგადად, 90-ს ქვემოთ არის საგანგაშო. ვერ სუნთქავს. უმძიმესი მდგომარეობა აქვს. კოვიდინფიცირებულის კონტაქტია. ტესტი არა აქვს გაკეთებული. სასწრაფოში ეუბნებიან, რომ არ იციან, საერთოდ როდის შეძლებენ მისვლას.
ამასობაში ადამიანი კვდება. ჩემი მეგობრის მეზობელია.
საკონტაქტო - ნინო კვიჟინაძე. 555 644 602“- წერს ვახო სანაია.