ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მის შესახებ დაწერილ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას ასეთი მეთოდებით მთავრობა ებძრვის.
„აი, ხალხო, როგორ მუშაობს მთავრობის ბინძური პროპაგანდა. ასეთი გულის ამრევი მეთოდებით. თურმე, გადაცემაში რატომ მეცვა ყვავილებიანი პერანგი.
თურმე, ეთერში ყვავილებიანი ჩასაცმელი რომ მაცვია, აღარ მანერვიულებს ცემით სიკვდილამდე მიყვანილი კოლეგის სიკვდილი. ვამბობ, ჩეკისტები არიან ეს დედა აფეთქებულები და ზოგიერთებს კიდევ არ სჯერათ.
პროპაგანდა-რწყევა. სტრატკომი-გამოდით, გიცანით“, - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.