ცნობილი მოდელის ნანუკა გოგიჩაიშვილის და ბიზნესმენის ნიკოლოზ ნაყოფიას შვილი დღეს 6 თვის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოდელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და შვილს ღმერთის საჩუქარს უწოდებს. წერს, რომ მისით ყოველი დღე ბედნიერია.
„დღეს 6 თვის გავხდით, უფრო სწორად, აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის. ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია, ყოველ დღე სხვადასხვანაირი ხდება ეს ლამაზი ადამიანი. აივი მართლაც ღვთის საჩუქარია, რაც მისი სახელის მნიშვნელობაა. აივი მცენარე, რომელიც მარადიულია. მცენარეს და ბუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის ვცდილობდი ძალიან ახლოს ვყოფილიყავი ბუნებასთან, ბოლომდე შემეჭამა თვალებით და გონებით ის სიმწვანე რაც ჩემ გარშემო „მოვიწყე”. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მისი სახელი გასაოცარი მცენარის სახეობასაც ატარებს, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მარადიულია და ბიბლიაშიც კია ნახსენები ეს მცენარე.
აივი – ნიკოლ ა ანბანის პირველი ასო და ყველაფრის საწყისი .
მადლობა ყველაფრისთვის, ყოველ წამს გიხდიდი მადლობას და დღემდე ასე გრძელდება”,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ქალთა მოდგმის შეურაცხყოფაა ასეთი უმეცრება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიას დაუპირისპირდა