ჟურნალისტი ვახო სანაია ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს უყრის თავს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მიმართავს.
„ახლა მოგიყვებით, რა ქვეყანაა ეს.
რომ მოკვდე, მერე უარესი გელოდება.
ნაბიჭვარ, ორლარიან ჩმორ უცნობს დღეს ჰყავდა მოძალადეების ოჯახის წარმომადგენელი გიგაური ეთერში. ოჯახში ჰყავთ ხელისუფლების ნაბიჭვრები. სამი მოძალადე – ერთი ჩემზე თავდამსხმელი, მეორე – მოჭიდავე დათუნაშვილზე, მესამე – ოპოზიციის ლიდერებზე კორცხელში. სამივე ერთი ოჯახიდანაა.
ახლა რა ათქმევინეს ამ უწიგნურ, სირ ,,მოგუნდავე ბავშვს” .
ვახო სანაიამ ცოლზე იეჭვიანა და აქეთ დამიწყო ჩხუბიო.
ხვდებით, ხო, რაზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება ?!
ლექსო მოკლეს და ომი გამოუცხადეს, გვამი გაიტაცეს, სად წაიღეს არავინ იცის, ყველაფერი დააბრალეს. ლექსო მკვდარია და ხმას ვერ ამოიღებს, მაგრამ ჩვენ ვართ ცოცხალი და არ მივცემთ უფლებას, ლაფში ამოსვარონ.
დათუნა სარალიძე დანით აჩეხეს და დააბრალეს, რომ შარიანი ბავშვი იყო და მოკლულს ადანაშაულებდნენ. დათუნა მკვდარი იყო და ვერაფერის იტყოდა, დაიწყეს საქმის გაყალბება – იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის შვილი იყო მკვლელი, მაგრამ ჩვენ ვართ ცოცხალი და არ გავჩუმდით;
თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს და დააბრალეს, ღამის სამ ორ თუ სამ საათზე გახსნილი ხელყუმბარით იწვა ლოგინში და ამიტომ ვესროლეთ თავშიო. გააყალბეს საქმე, მაგრამ ჩვენ ვართ ცოცხალი და ვამხილეთ ტყუილებში;
ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მაგრამ ჩვენ ვართ ცოცხალი და ვამხილეთ ნამდვილი მკვლელი, მაგრამ ეს მარიანა ჩოლოიანი მაინც გარეთ გამოუშვეს;
დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და წესსაც არ უგებდნენ, დამნაშავე კი გარეთაა. ჩვენ კი ვამხილეთ, მაგრამ მაინც გამოუშვეს;
შაქარაშვილს მწყემსი მოუძებნეს და ათქმევინეს ისეთი რამ, რითაც შემთხვევითობას დააბრალებდნენ სიკვდილს, მაგრამ ჩვენ ცოცხალი ვარ და არ მივეცით ამის საშუალება;
შანაი ბრუკი მათმა აქტივისტმა მოკლა და არ იჭერდნენ. მანამდე სხვა უცემია სასტიკად და ხელი არ ახლეს, სანამ საბოლოოდ ახალგაზრდა გოგო არ შეიწირა; მალავდნენ, მაგრამ მაინც გაირკვა სიმართლე;
დეკანოზი მამალაძე დაიჭირეს, ციანიდი ჰქონდაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ჰქონია. დაიწყეს გაყალბება, მაგრამ ციანიდი არსად ჩანს. დეკანოზი კი ციხეში გამოამწყვდიეს;
20 ივნისს მაკო გომურს თვალი დააკარგვინეს და თქვეს რა უნდოდა აქციაზე, მისი ბრალი იყოო, მაგრამ ჩვენა ვართ ცოცხალი და არ დავაჩაგვრინეთ;
ილიჩოვასა და მელაშვილს სამშობლოს ღალატი დააბრალეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ხმა აეღოთ. ყველა საშინელება დააბრალეს, ანადგურებდნენ საქვეყნოდ, მაგრამ ჩვენა ვართ ცოცხალი და გამოვიხსენით;
რატი წვერავა სასიკვდილოდ გაიმეტეს, გავეშებული ბრბო მიუსიეს და მერე მას დააბრალეს, რომ თურმე პროვოკაცია მოაწყო. რატი ცოცხალია და იცავს თავს. ჩვენც მის გვერდით ვართ.
რა ქნას მკვდარმა და ან ცოცხალმა ? როგორ დაიცვას თავი ამ ბოროტებისგან ?
კარგი, მე ცოცხალი ვარ, დავიცავ საკუთარ თავს და რაც არ უნდა სისულელე მომიგონონ, შეჩვეული ვარ. სამწუხაროდ, ისედაც მაქვს ამ მხრივ მძიმე გამოცდილება ოჯახში – ჩემი ძმის წინააღმდეგ როგორ მუშაობდა მთელი სახელმწიფო მანქანა – მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი ?!
შეგვიძლია, ამის დასრულება. არავითარ შემთხვევაში ძალადობით. არ უნდა დავემსგავსოთ მათ, ვინც ამ ბოროტებას თესავს. არსებობს არჩევნები და მერე ნორმალური ქვეყნის აშენება ისევ ჩვენი კონტროლით და სიფხიზლით, რომ დრაკონის დამმარცხებელი ახალი დრაკონები არ გამოვზარდოთ.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ ეს მოჯადოებული წრე წარსულს. დიდი მსხვერპლი გაიღო ამ საზოგადოება. საკმარისია. არანაირი შურისძიება, პირიქით – დიდი წერტილი უნდა დავსვათ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება, სადაც კანონი ყველასთვის ერთი იქნება”,- წერს ვახო სანაია.
აგრეთვე წაიკითხეთ 👇
🔵„ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ...“ - ნანა ლორთქიფანიძე
🔵„ახალი გამოწვევაა ჩემთვის, მგონი ერთმანეთსაც გავუგეთ ...“- სტეფანეს ცხოვრებაში სიახლეა