7 დეკემბერს კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული ბაკო სალაყაია გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. როგორც მისი ახლობლები წერენ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ის იმდენად მძიმედ იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს ბაკოს დამ, მწერალმა დიკა სალაყაიამ მის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ამ მძიმე დღეებში ჩავიკარგე…
ვერ ვუბრუნდები საკუთარ თავს და იმ დიკას ვერ ვპოულობ სულ, რომ სადღაც გარბოდა, სულ რომ ვიღაცას ეშველებოდა, სულ რომ მოუსვენარი იდეები და გეგმები ჰქონდა… ასე მგონია ვერასოდეს ვიქნები ის ვინც ვიყავი. ცხოვრება ორად გაიყო - ბაკომდე და ბაკოს მერე…
ათასობით შეტყობინება მივიღე და ვერავის გიპასუხეთ… არ შემიძლია ვცადე ფეხზე ადგომა და თითქოს კედელ-კედელ ვცდილობ სიარულს… გუშინ სახლის კარი გავაღე და გავედი… აუტანელი, საშინელი და ცარიელი სივრცე…
ბევრი ვიფიქრე და ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ დავბრუნდებოდი… არც უნივერსიტეტში, არც სკოლებში, არც ლექსებში, არც ქველმოქმედებაში მაგარი…
„დიკა მას, გთხოვთ ოღონდ დაგვიბრუნდით და არასოდეს არ ვიხმაურებთ გაკვეთილზე, საერთოდ ხმას არ ამოვიღებთ… სულ თქვენს გვერდით ვიქნებით ისე ძალიან გვიყვარხართ და ვნერვიულობთ, არ მიგვატოვოთ გთხოვთო ” - ეს მესიჯები“, - წერს დიკა სალაყაია.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე