Digest Logo

„ამ მძიმე მარხვაში, რა ეშმაკად მოგვევლინა ეს კაცი!“ - დუმბაძე გამყრელიძეს უპირისპირდება

1619701206
გამყრელიძე

მუსიკალური პროდიუსერი, ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს.

„რატომ წყვეტს გამყრელიძე ადამიანების დაყოფას?

იტალია ევროპა არ არის? ავსტრია? ესპანეთი? ერთი მაგალითი დამისახელონ ასეთი ულტიმატუმებით ვინ ესაუბრება ევროპელებს, ერთი!

ამ მძიმე მარხვაში რა ეშმაკად მოგვევლინა ეს კაცი! რატომ აღიზიანებს ხალხს? რატომ აიძულებს თავისუფლების სანაცვლოდ ვაქცინას?

რამდენჯერ უნდა დავწეროთ რომ ნებაყოფლობითია! ეს კაცი რატომ გვართმევს თავისუფალ ნებას?
ქვეყანას ხომ ჰყავს ხელისუფალი?
გააჩერეთ ეს კაცი რა!
რატომ ცდილობს ხალხის დისკრედიტაციას, დაყოფას, შუღლს?
ეს უკვე დიქტატურაა! დიქტატურაა ხალხთან მიმართებით!
მე ისედაც არ ვგიჟდები გარეთ წოწიალზე, ასე რომ ნაკლებად მაღელვებს, თუმცა არ ვეთანხმები ამ მარაზმს!
სპეკულიანტების რიტორიკა რომ მოიშალოთ არა? მოიგონა ახლა სიტყვა „პრივილეგია“!
საკოორდინაციო საბჭოში, იმედი მაქვს, ბევრად წესიერი ხალხია და ასე ხელაღებით არ დაუშვებენ, ასეთ პრივილეგია იძულებას!“- წერს ნატო დუმბაძე.