პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმაურება.
როგორც ნოე წერს, ამ საერთო ემოციების ფონზე, სჯობს, რაგბის თამაში გადაიდოს, რადგან ეს სპორტსმენებზე არ აისახოს.
„უკრაინა იმდენად ჩვენია, რომ დილიდან შეგრძნება მაქვს, თითქოს კიევთან ერთად შესაძლოა, თბილისიც დაიბომბოს!
დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები უნდა ვიყოთ და როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გამოვხატოთ, ერმაც და ბერმაც! ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია!
ბაიდენი და დიდი შვიდეული ახალ სანქციად იმედია, პარიზში შოპინგის შეზღუდვას არ გამოაცხადებენ.
ამ საერთო ემოციების ფონზე, რაგბის თამაშიც ჯობია მართლა გადაიდოს, სპორტსმენებზე რამე რომ არ აისახოს!
ჩემი აზრით უადგილო და უსამართლოა სპორტსმენებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებზე აგრესიის ასახვა, პუტინი რუსეთშიც არ უყვართ!
დიდება და მშვიდობა უკრაინას!!!,“ - წერს ნოე სულაბერიძე.
ცნობისთვის, კვირას, 27 თებერვალს დინამოს სტადიონზე რუსეთ-საქართველოს შორის რაგბის თამაშია დაგეგმილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: