Digest Logo

„ან გაუგოს უცნაურ ხალხს ან დაახვიოს" - ნახეთ, რას ჰყვება შოთა ია­თაშ­ვი­ლი

1627644588
შოთა ია­თაშ­ვი­ლი და წულუკიანი

რამდენიმე დღეა, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ლი­ტე­რას“ გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე მწერ­ლე­ბის შემ­დეგ, ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რი სამ­მა წევ­რმა - რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა, ლელა კო­და­ლაშ­ვილ­მა და ოქ­ტაი ქა­ზუ­მოვ­მა და­ტო­ვეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი, შოთა ია­თაშ­ვი­ლი ეხმაურება.

„შუა მაისი იყო, მე და Malkhaz Kharbedia თეა წულუკიანს რომ შევხვდით ლიტერატურულ პერიოდიკასთან დაკავშირებით. ესეც მას შემდეგ მოხდა, რაც მწერლებმა გაჩერებული პერიოდიკის თემა გაახმაურეს და „ფორმულაზეც" ამ საკითხს ტოქშოუ მიეძღვნა. ეს შეხვედრა საკმაოზე მძიმე აღმოჩნდა. მინისტრი კონტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს გვისვამდა და აშკარად ეჭვის თვალით გვიყურებდა. ცოტა ხანში მთავარ დაბრკოლების წერტილამდეც მივაღწიეთ: ჟურნალში რა იბეჭდება, ამას ვინ წყვეტს? - გვკითხა მან. ვინ უნდა წყვეტდეს, რედაქტორი, სარედაქციო ჯგუფი წყვეტს. ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ვუპასუხეთ ჩვენ. ანუ ეგ როგორ, არავინ ამოწმებს მერე, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენო? ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. - ძალიან არ მოეწონა ეს ამბავი ქალბატონ თეას და ამ მისთვის ფრიად უსიამოვნო მომენტს კარგა ხანი უკირკიტა. ცდილობდა, რაღაც ახალი, ვერტიკალური სისტემა მოეგონებინა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალების სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად გაკონტროლდებოდა. დიალოგი თანდათან ბრაზიან პოლემიკაში გადავიდა. მას ჩვენი არ ესმოდა, ჩვენ - მისი. დიდი უცნაური ხალხი ხარ ეს მწერლებიო! - რაღაც მომენტში აღმოხდა იუსტიციის წესებით მოფიქრალ მინისტრს. დამამახსოვრდა მისი ეს გულწრფელი ფრაზა, იმიტომ რომ მასში ჩანდა მთელი ის უპერსპექტივობა, რასაც ასეთი წყობის ადამიანის კულტურის მინისტრად გამწესება იძლეოდა.
მიუხედავად ასეთი ურთიერთგაუგებრობებისა, ბოლოს ის მაინც შეგვპირდა, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაზე კონკურსს მალე გამოაცხადებდა. ეს „მალე" უკვე ორთვენახევარია გრძელდება და რატომ გაიწელა თუ საერთოდ გაჩერდა ეს საკითხი ასე? იმიტომ ხომ არა, რომ მინისტრს გაუჭირდა ლიტერატურულ ჟურნალებში მაკონტროლებელი მექანიზმის მოფიქრება? „ლიტერას" პრობლემამ მე უცებ ნათლად დამანახვა, თუ რატომ ითრევს ფეხს მინისტრი და მაინცდამაინც არ ეპიტნავება ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსება. ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში საკუთარი წარმომადგენლის ჩასმა შედარებით იოლი ფანტაზიის ნაყოფია, აი, რედაქციებში კი, ეტყობა, ცოტა არ იყოს ვერ მიხვდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ. მაგრამ „ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს მწერლები" და გუშინ ჩვენთვის მთავარ ღირებულებებს აცდენილ მინისტრს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ. იმ ძველი, საბჭოური წესებით ის ჩვენთან ვერ ითანამშრომლებს და კეთილი ინებოს და ან გაუგოს „უცნაურ ხალხს", ან - დაახვიოს. მესამე გზა პოეზიაშია ხოლმე მხოლოდ, აქ - არ არის",- წერს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ” - ნახეთ, რას ამბობს პეტრე კოლხი

„დედის ტრ***ს იგინებოდა დღე და ღამე, *ლე და მუ*ელი ეკერა პირზე სულ“

მუსიკოსს ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ - ნახეთ, ფოტოები