Digest Logo

„არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ” - ნახეთ, რას ამბობს პეტრე კოლხი

1627628215
პეტრე კოლხი აქციაზე

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. „დაიჯესტი" გთავაზობთ უცვლელად.

„სიცოცხლის ფასს მანამდე ვერ იგებ, სანამ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება… ჩვენ, უმადური და დაუნახავი ადამიანები არაფერს ვაფასებთ… ყოველი გათენება და დაღამება ჩვეულებრივი მოვლენა გვგონია… სინამდვილეში ეს არის სიცოცხლის კიდევ ერთი განივთებული სასწაული…
ღმერთი უხვად იმეტებს ჩვენთვის სასწაულებს, მაგრამ ამას დანახვა უნდა, დანახვა კი ყველას არ შეუძლია…
მზის ჩასვლას რომ უყურებ, ვითომ არაფერი, სინამდვილეში სიცოცხლე გარშემო მთელი სისავსით მოძრაობს და ჩვენც სიცოცხლისკენ გვაბრუნებს… ჩინელებს აქვთ საინტერესო გამოთქმა-,,არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ”… ჰო, როცა სუნთქავ, მკვდარს უნდა სჯობდეს შენი ყოფნა… შეიძლება მიცვალებული ვერ წამოვაყენოთ, მაგრამ იმდენი უნდა შევძლოთ, ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს სიცოცხლე თავიდან მოვანდომოთ…
ადამიანის მთავარი არსი სიცოცხლის დაცვაა…როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა- „- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა." სიცოცხლე მოძრაობაშია, სიხარულსა და ბედნიერებაში!",- წერს პეტრე კოლხი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი" - რას ამბობს პეტრე კოლხი

როდის ტირის, რა აღიზიანებს და რას გააკეთებდა, ღმერთი რომ იყოს - პეტრე კოლხის ბლიც - ინტერვიუ

„სხვისი საჯდომის ნაცვლად, საქართველოს საზღვრები რომ დაგვეცვა...“ - რას წერს პეტრე კოლხი?