ირაკლი წერეთელი ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამბობს, რომ შესაძლებელია, ის ბოროტმა ადამიანებმა სპეციალურად დაასნებოვნეს.
„ლევან ვასაძე არ არის ჩემი პოლიტიკური მოკავშირე, მაგრამ ოჯახის, ზნეობის, სარწმუნოების, ღმრთისმოყვარეობის, ქართული კულტურის, ეროვნული თავისთავადობისა და თვითმყოფადობის, გარყვნილებისა და სითახსირის კატეგორიული უარყოფისა და გმობის მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი შეხედულებები, პოზიციები და მიდგომები საერთოა. ძალიან ვწუხვარ მისი საეჭვოდ მოულოდნელი მძიმე ავადმყოფობის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ უღმერთო ბოროტმა არსებებმა მას გამიზნულად შეჰყარეს მძიმე სნეულება. მუდმივად ვლოცულობ ღმერთის წინაშე, რომ გამოაჯანმრთელოს და ადღეგრძელოს ლევანი! დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ლევან ვასაძეს! ღვთის შეწევნა და წყალობა ლევანს სიცოცხლეში, ჯანმრთელობასა და ქართველობაში! დიდება უფალს!”, - წერს ირაკლი წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის ნიგერიელი კაცი, რომელიც თბილისის მერობისთვის კენჭს იყრის