Digest Logo

„არანაირი სურვილი არ მაქვს, მეორეჯერ გავიარო ასეთი რთული დღეები" - ლაშა ღლონტის ოჯახის 6 წევრი კორონავირუსს ებრძვის

1629712284
მომღერალი ლაშა ღლონტი

მომღერალ ლაშა ღლონტის ოჯახის 6 წევრს კორონავირუსი აქვს. მათ შორის ინფიცირებულია 2 თვის ბავშვიც. ამის შესახებ მომღერალ ლაშა ღლონტის შვილი, ანი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

„ოჯახიდან 6 წევრს დაგვიდასტურდა კოვიდი. აქედან ყველაზე უმცროსი 2 თვის არის. (საბედნიეროდ, უფლის წყალობით, უკვე მგონი ბოლოში გავდივართ) ჩვენგან 3 ადამიანი 1 დოზით იყო აცრილი, პირადად მე აცრამდე 2 დღით ადრე აღმოვჩნდი კონტაქტი და ვერ მოვასწარი. ყველაფერი რომ მორჩება, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ვაქცინაციის პროცესს. არანაირი სურვილი არ მაქვს მეორეჯერ გავიარო ასეთი რთული დღეები და მქონდეს დაუცველობის შეგრძნება ! დიდი მადლობა ყველას, გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის. მოუფრთხილდით ერთმანეთს“,- წერს ანი ღლონტი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რუხის კოვიდკლინიკაში 22 წლის გოგო გარდაიცვალა

🔵„დღეს ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო... ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას...“

🔵„ვერ გაუძლო და სუნთქვა შეწყვიტა" - ტრაგედია მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში