Digest Logo

„არ გეყოთ ამდენი უზნეობა? ან შვილებს რას ეუბნებით, როგორ საქართველოს უტოვებთ? " - რამ გააბრაზა გოგა ჩანადირი

1631694088
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. ამბობს, რომ დღეს საქართველოს ზნეობა, სინდისი და სიყვარული აკლია.

„ხმამაღლაა სათქმელი, რომ დღეს ქვეყანაში ზნეობის, სინდისისა და სამშობლოს გულწრფელი სიყვარულის ნაკლებობაა. ეს იგრძნობა ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, ამომრჩეველშიც, ეკლესიაშიც, მრევლშიც, მედიაშიც, სასამართლოშიც, ბიზნესშიც, სოფელშიც, ქალაქშიც.

იმდენად ცოტანი არიან ზნეობრივი ადამიანები, რომ მნიშვნელოვან ამინდს ვეღარ ქმნიან. საწყენია. ტკივილამდე საწყენია ამდენი უზნეობა, უღმერთობა, ფულისა და სავარძლის სიყვარული, პირადი მიზნების სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დაყენება.

არ გეყოთ ამ ქვეყნის შეჭმა-დაჭმა? არ გეყოთ ამდენი უზნეობა? არ გეყოთ პირადი მეს დანაყრება და ანგარება?
გამოფხიზლდით, ქვეყანაა მისახედი, თორემ მოვა დრო, თაობები ამ უზნეობისთვის შეგაფურთხებენ, აუგად მოგიხსენიებენ, შეგაჩვენებენ.

ან შვილებს რას ეუბნებით, როგორ საქართველოს უტოვებთ - უზნეოს, უთავმყვარეოს, უღირსებოს, უსინდისოს, უთავმოყვარეოს, გადამგდებს, გაღორებულს, ჩაჭაობებულს?

ნუთუ, არ გრცხვენიათ თქვენი ღმერთის, თქვენი შვილების, თქვენი წინაპრების, თქვენი თაობების, თქვენი სინდისის?
ზნეობა არ უნდა დავკარგოთ", - წერს გოგა ჩანადირი.

🔵„მეგობრებო, მე ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო..." - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵„ხანგრძლივი კოვიდი" და თირკმელების პრობლემები" - რას წერს ზაზა წერეთელი

🔵„მიყვარს ეს ბიჭი... მან მაღალ მოდად აქცია ის, რაც ჩვენ ტკივილს გვგვრიდა" - ნანა გეგეჭკორი დემნა გვასალიაზე

🔵„ვერ გაუძლო ჩვენი გოგოს გულმა. აღარ გვყავს ამქვეყნად" - ნუცა მაღლაკელიძე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა

🔵ვინ არის 14 წლის სამტრედიელი მოზარდი, რომლის სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა