წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ბუნებას გაუფრთხილდნენ.
„მე 1990–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველები, ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად, თორემ მისი უდიდებულეობა ბუნება არ გაპატიებთ–მეთქი. ამიტომ ნაპრალი, რომელიც არის გაჩენილი ვაშლიჯვრის ფერდობზე, ძალიან საშიშია. მე ამას ვერ შევაჩერებ. მართალია, დაცვითი ენერგეტიკა არსებობს, მაგრამ კოსმოსიდან ის ჯერ არ წამოსულა. ბეტონით და ფილებით ვითომ გამაგრებული კლდე — ეს კლდე აღარ არის უკვე, ვინაიდან ისევ განიცდის, ასე ვთქვათ „მუტაციას“, ცვლილებას.
ის ისევ წამოვა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ამას დიდი სიკვდილიანობა მოჰყვება — ასე არ იქნება, მაგრამ... მოკლედ, არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს — უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ.
კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია. მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ“, - წერს კაკულია.