Digest Logo

„არადა ეს ოთხი დამპალი არხი გათიშულები ვართ და მეტი რაღა ვქნათ?“- ნინო ჯანგირაშვილი

1626287077
ჯანგირაშვილი ნინო

ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს საიტის შეფერხებაზე საუბრობს.

როგორც ჯანგირაშვილი წერს, ოთხი არხის გათიშვის მიუხედავად, აცრის საიტი მაინც არ მუშაობს.

„არადა ეს ოთხი დამპალი არხი გათიშულები ვართ და მაინც არ მუშაობს აცრის საიტი? ვახ, მეტი რაღა ვქნათ? რით დავეხმაროთ ქოცსამშობლოს? ერთი კვირა არ ჩავირთვებით, ოღონდ თქვენ კარგად იყავით“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს ფაიზერის ვაქცინის 28 ათასი დოზა მიიღეს. აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს, საიტზე კვლავ შეფერხება იყო, რის გამოც მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დარეგისტრირება ვერ შეძლო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵 VIDEO: „ამის შემდეგ ჩაქოლეს ლექსო და სცემეს ჟურნალისტებს“ - დავით ქაშიაშვილის სკანდალური ვიდეო

🔵 „შეაშინე ბებიაშენი! მეოთხე ტალღა ისე მოიყვანა გამყრელიძემ, წარბი არ შეტოკებია, მაგრამ ახლა დავდებ ჩემს პროგნოზს...“- სიჭინავა გამყრელიძეს მიმართავს

🔵 „არ გვაქვს მაგის თავი. ვერ უყურებთ? „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა“- გიორგი ფხაკაძე