ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუკლაივის მეშვეობით საუბრობს.
„ჩვენ გვაქვს ჩინური ვაქცინა. მათ თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მცირდება სიკვდილიანობა, მაგრამ დელტა ვირუსს ვერ აჩერებს. შესაბამისად, რომ გაქვს ძლიერი ვაქცინები უნდა გადაანაწილო. ევროპა „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ გადავიდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება გადმოიტანეთ.
ჩამოიტანე ჩინური ვაქცინა და მოსახლეობას ტენი. მომავალი კვირიდან თუ „ქიუარკოდი“ არ გაქვს, საფრანგეთში მატარებელში ვერ ჩაჯდები.
რამდენი ინფიცირებული ადამიანი დაბოდიალობს თბილისში, ქუჩაში? წადი ლატვიაში, ესტონეთში, ჩვენი ძმაკაცები არიან. ჩვენი ძმები და დები არიან. უთხარი, გავიჭედე, მიშველე, დამეხმარე.
ნუ გამოიგონებთ ახალ სისტემას. არ გვაქვს მაგის თავი. ვერ უყურებთ? „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა. სანამ ფხაკაძემ არ ატეხა ამბავი „ფაიზერს“ წერილი არ გაუგზავნეს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოკვეთა 1 სიმპტომი, რომელიც დელტა შტამს ახასიათებს - რას ამბობს პედიატრი მაია ჩხაიძე?
🔵 „მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლისში პფაიზერი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“