Digest Logo

„დღეს ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ, ორსულად იყო... ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას...“

1629709527
კორონა

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მეგობრის მეუღლის გასვენებაში იყო, რომელიც ორსულად იყო და გარდაიცვალა.

„დღეს ეკლესიაში ვიყავი... დიდი ხანია არ ვყოფილვარ... სიონში... გასვენებაში... ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ... ორსულად იყო... ბავშვი გადარჩა... თვითონ ვერ...

ცრემლები, ქვითინი, ყვავილები, მიწა...

უფრო მეტად ახლობლების გასვენებებიც გამომიტოვებია, ვიდრე ჩემი მეგობრის მეუღლე... მაგრამ გულმა არ გამიძლო... დანაშაულის გრძნობის განცდა მქონდა... ამიტომაც წავედი... თანამონაწილედ ვთვლი თავს მის მკვლელობაში... მისი ოჯახის, მისი ახლობლების, მისი შვილების გაუბედურებაში... სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგარი რამეა... ზრუნვაა, სიყვარულია... ვუყურებდი იმ ადგილს სადაც ბოლოს სულ ჩემს მეგობრებს ვუყურებდი... გოგოს და ბიჭს... გვერდშიც გოგონები და ბიჭები... ნიშნობის ბეჭდები... გვირგვინები... ახლა კი სასახლე... სასახლეც რაღაცნაირად აღმატებულად ჟღერს... კუბო... ოთხი ფიცარი... გია დანელიას „არ დაიდარდო" მახსენდებოდა... იქაა ასეთი ფრაზა... а ребёнок будет жить... სამწუხაროდ აღარ ვარ ისე ღრმად მორწმუნე, რომ მჯეროდეს გარდაცვლილი გოგონა გვხედავდა, გრძნობდა როგორ სტკიოდა ხალხს უმისობა... ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას, არც მამიდამისის განწირული, ჩამოუყალიბებელი, არეული სიტყვები ესმოდა...

მჯერა მხოლოდ იმის, რომ ციფრები, რომლებსაც ისე შევეჩვიეთ, როგორც ბინგოში ამოსულ ციფრებს... 40...52..73...23....39... თითოეულის უკან ბევრი უბედურად დარჩენილი ადამიანია... ბევრი ცრემლია... დაობლებული ბავშვებია... სამუდამოდ შავებში გამოწყობილი დედებია... მკვლელი კი უხილავი... ყველაზე და ყველაფერზე პატარა... წვეთიც კი არა... რაღაც არ არსებული ვირუსია... ჩვენ კი თანამონაწილეები... ხელშემწყობები მაინც... იმიტომ რომ პირბადეში მცხელა... იმიტომ რომ აცრა არ ვიცი რას მიზამს მომავალში... იმიტომ რომ მეგობრები თუ არ შევიკრიბეთ ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!
ჩვენც შევიკრიბეთ დღეს... მეგობრები... გასვენებაში... ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!,“- წერს სანდრო ელოშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას, როგორი ბედნიერი იყავი... არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ“- ვინ იყო 28 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა

🔵რატომ ვერ შემოდის კორონავირუსის წამლები საქართველოში? – გიორგი ფხაკაძის განმარტება

🔵„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში