Digest Logo

„არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა“ - ნანა გეგეჭკორი მშობლებს მიმართავს

1631564312
ექიმი ნანა გეგჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს, თუ რამდენად უსაფრთხოა სკოლა ბავშვებისთვის, რთულ პანდემიურ პერიოდში.

„ბევრი მეკითხება არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა... ცხადია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩვენ დღეს დავიწყეთ სკოლა და მე საკლასო ოთახში სწავლება ავირჩიე.

ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამერიკული სასკოლო სისტემის მიმართ ნდობა უსაფრთხოების საკითხში.

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მივიღეთ წერილი როგორ მოემზადებოდა სკოლა, დელტა ვირუსის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

მომზადება გულისხმობს უამრავ წვრილმანს დაწყებული სკოლის ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ქცევის შეზღუდვებით. შარშანდელმა სასკოლო წელმა დამარწმუნა, ბავშვები, ჩვენზე, დიდებზე გონიერი არსებები არიან და ისინი ზუსტად ასრულებენ მითითებებს თუ აუხსნი რატომ უზღუდავ ქცევას და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სხვებს მათ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა.

შარშან ასე ვიარეთ სკოლაში და მთელი წელი უსაფრთხოდ დავასრულეთ.

მე ვენდობი ჩემს გონიერ გოგოებს, მათ არაჩვეულებრივ კლასელებს, თანაკლასელების მშობლების და მასწავლებლების წინდახედულობას.

რამდენად უსაფრთხო აღმოჩნდება ეს წელი ამას დრო გვიჩვენებს. მათ სკოლაში ყველა მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, უკლებლივ, აცრილია“, - წერს გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

🔵„ნინო ბურჯანაძის ოჯახი დავაყაჩაღე, თავს დავესხი „კონსტანტა ბანკს, დავაყაჩაღე პარლამენტარი...“ – ქართველი კრიმინალის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„ხომ არ გაშინებო, ცუნცულ… მამის ძმაკაცი იყო... უცნაური მოძრაობა დაიწყო… მოხდა ყველაფერი...“ - 13 წლის გოგოს შემზარავი ამბავი

🔵„15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, სუნთქვა გაუძნელდა და გალურჯება დაიწყო“ - ექთნის ემოციური პოსტი, რომელსაც მამა ლამის ხელებში ჩააკვდა