ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობაზე წერს. ექიმი აშშ-ის მოსახლეობის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ ვაქცინები მუშაობს.
„19 ივლისის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 161 მილიონი ადამიანი სრულად ვანქცინირებულია, აქედან:
– ჰოსპიტალში მოხვდა 5 601 ანუ 0.0035%
– გარდაიცვალა 1 141 ანუ 0.0007%
ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ 90-100 მილიონი)
– გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი ანუ 1.76%
– გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია!
ვაქცინები მუშაობს!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: