სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა, დღეს კი მომღერლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მეგობრები მომღერალს უკანასკნელად ემშვიდობებიან.
„დღეს უფალთან წარდგება ზურაბი თავისი სუფთა ცხოვრებით! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ამინ“.- წერს ზურა ხაჩიძე.
„რაჭის მთებიდან“ პირდაპირ ღმერთთან გაფრინდება შენი სული დღეს ზური. დიდება შენს ნათელ ადამიანობას და სიკეთეს, რომელიც დათესე და დატოვე ამ ქვეყნად სამარადჟამოდ,“- წერს დათო არჩვაძე.
„40 დღეც მიილია,ჩემო ზურიკუნა, შენ ჩემი სიძეც იყავი და შვილიც, ჩემო თბილო და ტკბილო, როგორი მოუშუშებელი გულის ტკივილი დაგვიტოვე ჩვენც და უპირველეს ყოვლისა შენს ცოლ-შვილს.
მიყვარხარ და მეამაყები და ასე იქნება მანამ, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით იმიერ საქართველოში, შენი ცოლ-შვილისთვის კი მუდამ საამაყო და თბილ მამიკოდ და მეუღლედ დარჩები. შეხვედრამდე, ჩემო ყველაზე საუკეთესო,“- წერს მაია ტოგონიძე.
იქ, სადაც ზურა ბაკურაძის ცხედარი მიწას მიაბარეს, მისი ოთხფეხა მეგობარიც მივიდა.
„ზურიკელა, დღეს შენ საფლავზე მოსული, შენი ოთხფეხა საუკეთესო მეგობარი მოვისიყვარულეთ. როგორ გაგვიხარდა მისი დანახვა რომ იცოდე, გვიყვარხარ და სულ ჩვენს გულში იქნები“, – დაწერა ლიკა სულაძემ და შესაბამისი ფოტოები გაავრცელა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილი ოჯახის სიძეობა, 3 შვილის მამობა და ამბავი სიყვარულისა - ვარლამ ლიპარტელიანის უცნობი ამბები