Digest Logo

„აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს! ნუ შეაშინებთ ღმერთის სახელით“ - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს

1632720869
ბავშვი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანჟელა ჟვანია ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სანამ ბავშვებს აღზრდიან მანამდე თავად მშობლები უნდა იყვნენ განსწავლულნი.

პოსტში ვკითხულობთ, თუ როგორ ღირებულებებზე უნდა აღიზარდოს ბავშვი.

„აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს!
ასწავლეთ ბავშვებს, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება.
ასწავლეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველას სიყვარული, მაგრამ აუცილებელია ყველას აზრის პატივისცემა
ასწავლეთ ბავშვებს, რომ შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია.... შეცდომების აღიარება სიძლიერეა.

ასწავლეთ ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.
ასწავლეთ, რომ თუ ეტირებათ, აუცილებლად იტირონ, რადგან ტირილი სირცხვილი არ არის.
ასწავლეთ, რომ არც დამარცხებაა სირცხვილი...
ასწავლეთ დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინონ, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
ასწავლეთ როგორ დახუჭონ თვალები ისე, რომ გაფრინდნენ და იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

იმედის გულით ტარება ასწავლეთ, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედის.
ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა ასწავლეთ.
ადამიანების რწმენა და სიყვარული ასწავლეთ, მაგრამ არც იმის თქმა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ამიტომ ფრთხილად ყოფნაც ასწავლეთ.
ასწავლეთ, რომ ადამიანის გულსა და გრძნობებს უნდა გაუფრთხილდნენ.
ასწავლეთ, რომ არ უნდა მოატყუოს, არ უნდა ატკინოს გული და არ უნდა დაჰპირდეს იმას, რასაც ვერ შეასრულებს.

ასწავლეთ, რომ როცა იტყვის „მიყვარს“, ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანსაც მთელი გულით უნდა უერთგულოს, რადგან სიყვარული თამაში არ არის...

სიმართლის თქმის სიმამაცე ასწავლეთ, მოთმინება ასწავლეთ და ყველაზე მთავარი მიმტევებლობა ასწავლეთ , რადგან პატიება ძლიერებს შეუძლიათ.

ღიმილი ასწავლეთ, გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა თვალებით, გულით გაღიმება ასწავლეთ.

ბედნიერების განცდა ასწავლეთ, მადლიერება ასწავლეთ, საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ.

მიეცით ბავშვებს უპირობო სიყვარული.

ჩვენ – მშობლებმა უნდა დავაფასოთ და გავიაზროთ ბავშვის ინდივიდუალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით მას სიცოცხლე, ის არის ცალკე, დამოუკიდებელი ინდივიდი.
და ყველაზე მთავარი, ნუ შეაშინებთ ბავშვებს ღმერთის სახელით. ღვთის შიშის ნაცვლად ღვთის სიყვარული ასწავლეთ.
მიეცით ბავშვებს უფლება იყვნენ თავისუფლები და ბედნიერები.

P.S. თუ გვინდა, რომ ბავშვებს ეს ყველაფერი ვასწავლოთ, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ!“- წერს ჟვანია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„იანვრის დასაწყისში თუ არ იქნება მოსახლეობის 50%-ზე მეტი აცრილი, ყველაზე ცუდი პროგნოზი შეიძლება დატრიალდეს...“ - კულუმბეგოვი

🔵„ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხსნიათ, როგორ იყვნენ აჩეხილ-დაჩეხილნი…“ - დეა ადამია

🔵„თეთრ ხალათს ამოფარებულმა ჯალათებმა მიწამეს დედაჩემი! შიში ოხერია და დამბლოკე?“ - დეა ადამია ექთანთან მიმოწერას ასაჯაროებს

🔵საშინლად უდროოდ წავიდა – ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს