ალბათ, ყველამ ვიცით, კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდის ინფორმაციებს და გვიყვება იქ გატარებული დღეების შესახებ.
მისი პოსტები საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულია და, შესაბამისად, დიდი გამოხმაურებაც აქვს.
დღეს ის მორიგ პოსტს აქვეყნებს და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დიდ მადლობას უხდის.
„ასეთი წრეა - გადარჩები თუ გადაარჩენ
მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!!
ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა!
ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ - ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!
ვსუნთქავთ! ცოცხლები ვართ, ხალხნო, თქვენ გენაცვალეთ!
რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს ქედს ვუხრით!
მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს. გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ“,- წერს თანდაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ; 👇
🔵„უხხხხხხხ, კახეთი წავიდა...“ - თამუნა თანდაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს