„რაც დრო გადის მით უფრო ვიაზრებ მდგომარეობას ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება“, – ამის შესახებ კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან რომ შვილი აღარ ჰყავთ (ჩემი დიდი ბავშვი ბიძიკო). ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ.
ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა რომლის იმედიც მაქვს სად ვიშოვო? იმის ნაცვლად რომ გავძლიერდე ვსუსტდები, ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს”, – წერს კაჭკაჭიშვილი.