მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მორიგ საინტერესო ისტორიას იხსენებს.
„კიდევ ასეთი სცენა მახსოვს, თითქოს ფირნაწვიმი ფილმის ნაწილი.
ბებიაჩემი ავად გახდა და ექიმი მოვიყვანეთ. ექიმმა ფილტვებზე მიიტანა ეჭვი და ის გასასინჯი ზურგის ტრუბკა (ასე ვეძახდით ფონენდოსკოპს, აბა, ფონენდოსკოპი რა სახელია?) დააძრო.
არაფრით არ აიწია ბებიამ პულოვერი, არც ხვეწნა-დაპირებამ გაჭრა, არც სასაცილო მუქარამ და პირველად მედიცინის ისტორიაში ( ან შეიძლება მეორედ, რადგან ბებიაჩემს არანაკლებ ჯიუტი და ჰყავდა) ექიმმა ჩაცმული პაციენტის ფილტვებს მოუსმინა.
ასეთი იყო ერთი პატარა ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ფარდაფარებულ წლებში - აბსურდული, გაუგებარი, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან იქაური.
იქაურობა კი გარდაუვალ სიყვარულს უდრის“,- წერს კეკელიძე.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔸„თქვენ შეუძლებელი შეძელით...“ - რატომ უხდის მადლობას ფხაკაძე ღარიბაშვილს?